თავი X — მსჯავრდებულის მიმართ პრობაციის ღონისძიებების გამოყენების (პირობითი მსჯავრის დანიშვნის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოხდის გადავადების) შესახებ სამართლებრივი აქტების
1. პრობაციის ოფიცერი ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების აღსრულების პროცესში:
ა) აკონტროლებს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
ბ) აკონტროლებს მსჯავრდებულის ყოფაქცევას და დახმარებას უწევს მას;
გ) მსჯავრდებულთან ატარებს აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებს;
დ) შეძლებისდაგვარად ეხმარება მსჯავრდებულს შრომით მოწყობაში;
ე) ახორციელებს სხვა ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, რისთვისაც, საჭიროების შემთხვევაში, ამყარებს საქმიან ურთიერთობებს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან, სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოებთან;
ვ) შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულებას ახორციელებს მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის მიხედვით. ამ გეგმის შედგენის პრინციპებს, წესსა და ფორმას განსაზღვრავს მინისტრი. აღნიშნული ფუნქციის შესრულებისას პრობაციის ოფიცერი თანამშრომლობს სოციალურ მუშაკსა და ფსიქოლოგთან;
ზ) მინისტრის მიერ დამტკიცებული „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად ახორციელებს მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის შესრულების თაობაზე ინფორმაციის, აგრეთვე მსჯავრდებულის შესახებ სხვა ინფორმაციის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაციას.
11. სააგენტოს სისტემაში პროფესიული საქმიანობიდან მიღებული ინფორმაციის (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება და გამჟღავნება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. პრობაციის ოფიცერს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების დროს მისი ყოფაქცევის კონტროლის განხორციელებისას უფლება აქვს:
ა) ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი პერიოდულობით დაიბაროს მსჯავრდებული აღრიცხვისათვის;
ბ) ჩამოართვას მსჯავრდებულს ახსნა-განმარტება;
გ) მსჯავრდებულის ყოფაქცევის შესახებ ინფორმაცია მიიღოს მისი ნათესავებისაგან, ნაცნობებისაგან, სამუშაო ადგილიდან და სასწავლო დაწესებულებიდან;
დ) გამოითხოვოს მსჯავრდებულის შესახებ შესაბამის სახელმწიფო და სამკურნალო დაწესებულებებში არსებული ინფორმაცია.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სააგენტოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეიძლება განახორციელოს აგრეთვე სოციალურმა დაწესებულებამ, ორგანიზაციამ, სოციალურმა მუშაკმა ან შესაბამისი განათლების მქონე პირმა.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ხელშეკრულებების შესრულების პროცესში, პროკურორის შესაბამისი მომართვის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მონაწილეობა მიიღოს სოციალურმა მუშაკმა.
5. პირობით მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 671
მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო შეთანხმებით ნაკისრი მოვალეობების შესრულებას ზედამხედველობს პრობაციის ოფიცერი. პრობაციის ბიუროს უფროსი პროკურორს პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას მსჯავრდებულის მიერ სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესრულების შესახებ.
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4047 - სსმI №75, 27.12.2010 წ., მუხ.481
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 11 დეკემბრის კანონი №1730 - ვებგვერდი, 25.12.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1781 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5016 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3130 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის
კანონი №6957-რს
–
ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 7-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6957-რს
- 29.11.2019 კანონი №5390
- 05.07.2018 კანონი №3130
- 27.04.2016 კანონი №5016
- 13.12.2013 კანონი №1781
- 11.12.2013 კანონი №1730
- 15.05.2012 კანონი №6215
წინა რედაქცია (02.07.2007 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 40. პრობაციის ოფიცრისა და სოციალური მუშაკის უფლებამოსილებანი პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების აღსრულების პროცესში 1. პრობაციის ოფიცერი ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების აღსრულების პროცესში: ა) აკონტროლებს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; ბ) აკონტროლებს მსჯავრდებულის ყოფაქცევას და დახმარებას უწევს მას; გ) მსჯავრდებულთან ატარებს აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებს; დ) შეძლებისდაგვარად ეხმარება მსჯავრდებულს შრომით მოწყობაში; ე) ახორციელებს სხვა ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, რისთვისაც, საჭიროების შემთხვევაში, ამყარებს საქმიან ურთიერთობებს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან, სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოებთან; ვ) შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულებას ახორციელებს მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის მიხედვით. ამ გეგმის შედგენის პრინციპებს, წესსა და ფორთმას განსაზღვრავს მინისტრი. აღნიშნული ფუნქციის შესრულებისას პრობაციის ოფიცერი თანამშრომლობს სოციალურ მუშაკსა და ფსიქოლოგთან; ზ) მინისტრის მიერ დამტკიცებული „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად ახორციელებს მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის შესრულების თაობაზე ინფორმაციის, აგრეთვე მსჯავრდებულის შესახებ სხვა ინფორმაციის სპეციახლურ ელექტრონულ პროგრამწაში რეგისტრაციას. 11. სააგენტოს სისტემაში პროფესიული საქმიანობიდან მიღებული ინფორმაციის (გარდა სახქართველოს სისხლის სამწართლიფს საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება და გამჟღავნება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. პრობაციის ოფიცერს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების დროს მისი ყოფაქცევის კონტროლის განხორციელებისას უფლება აქვს: ა) ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი პერიოდულობით დაიბაროს მსჯავრდებული აღრიცხვისათვის; ბ) ჩამოართვას მსჯავრდებულს ახსნა-განმარტება; გ) მსჯავრდებულის ყოფაქცევის შესახებ ინფორმაცია მიიღოს მისი ნათესავებისაგან, ნაცნობებისაგან, სამუშაო ადგილიდან და სასწავლო დაწესებულებიდან; დ) გამოითხოვოს მსჯავრდებულის შესახებ შესაბამის სახელმწიფო და სამკურნალო დაწესებულებებში არსებული ინფორმაცია. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები პრობაციისააგეროვნულ ტოსამსახურთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შ, სააგენტოს მიძერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბაგრმისად შეთვიძლება განახორციელოს აგრეთვე სოციალურმა დაწესებულებამ, ორგანიზაციამ, სოციალურმა მუშაკმა ან შესაბამისი განათლების მქონე პირმა. 4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ხელშეკრულებების შესრულების პროცესში, პროკურორის შესაბამისი მომართვის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მონაწილეობა მიიღოს სოციალურმა მუშაკმა. 5. პირობით მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 671 მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო შეთანხმებით ნაკისრი მოვალეობების შესრულებას ზედამხედველობს პრობაციის ოფიცერი. პრობაციის ბიუროს უფროსი პროკურორს პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას მსჯავრდებულის მიერ სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესრულების შესახებ. საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4047 - სსმI №75, 27.12.2010 წ., მუხ.481