1. დამსაქმებლის ადმინისტრაციას, სადაც მუშაობს გამასწორებელი სამუშაოს სახით მსჯავრდებული პირი, ეკისრება მსჯავრდებულის ხელფასიდან სწორი და დროული დაქვითვისა და დაქვითული თანხის დადგენილი წესით გადარიცხვის განხორციელება, მსჯავრდებულის ყოფაქცევის გაკონტროლება, პრობაციის ბიუროსათვის შეტყობინება მსჯავრდებულის მიმართ წახალისებისა და დასჯის მეთოდების გამოყენების შესახებ, ასევე მსჯავრდებულის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის ან სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე.
2. თუ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პროცესში დამსაქმებლის ინიციატივით გათავისუფლდა სამუშაოდან, ადმინისტრაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ.
3. (ამოღებულია - 29.11.2019, №5390).
4. (ამოღებულია - 29.11.2019, №5390).
5. (ამოღებულია - 29.11.2019, №5390).
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.11.2019-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 29.11.2019 კანონი №5390
წინა რედაქცია (02.07.2007 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 37. დამსაქმებლის ადმინისტრაციის მოვალეობები, სადაც მსჯავრდებული მუშაობს 1. დამსაქმებლის ადმინისტრაციას, სადაც მუშაობს გამასწორებელი სამუშაოს სახით მსჯავრდებული პირი, ეკისრება მსჯავრდებულის ხელფასიდან სწორი და დროული დაქვითვისა და დაქვითული თანხის დადგენილი წესით გადარიცხვის განხორციელება, მსჯავრდებულის ყოფაქცევის გაკონტროლება, პრობაციის ბიუროსათვის შეტყობინება მსჯავრდებულის მიმართ წახალისებისა და დასჯის მეთოდების გამოყენების შესახებ, ასევე მსჯავრდებულის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის ან სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე. 2. თუ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პროცესში დამსაქმებლის ინიციატივით გათავისუფლდა სამუშაოდან, ადმინისტრაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ. 3. პრობ(აციის ბიურო შესაბამის დასაქმების სამსახურს მიმართავს თხოვნით მსჯავრდღებულის სამუშაო ადგილით უზრუნველყოფის შესახებ - 29.11.2019, №5390). 4. დ(ასაქმოღების სამსახური ვალდებულია მსჯავრდებულის სამუშაო ადგილით უზრუნველყოფის შესახებ აცნობოს პრობაციის ბიუროს- 29.11.2019, №5390). 5. ს(ამუშაო ადგილის შღეთავაზების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მსჯავრდებულს- 29.11.2019, №5390).