1. გამასწორებელი სამუშაო აღსრულდება მსჯავრდებულის ძირითად სამუშაო ადგილზე.
2. გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ სასამართლო განაჩენის ასლის აღსასრულებლად მიღების შემდეგ ან მსჯავრდებულის სხვა სამუშაო ადგილზე გადასვლისას პრობაციის ბიურო დამსაქმებელს უგზავნის მოთხოვნას მსჯავრდებულის ხელფასიდან სასამართლოს მიერ დადგენილი პროცენტული ოდენობის შესაბამისი თანხის სახელმწიფო შემოსავალში დაქვითვის თაობაზე.
3. დამსაქმებლისათვის გაგზავნილ მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს სასამართლო განაჩენის შეუსრულებლობის ან მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახე