თავი X — მსჯავრდებულის მიმართ პრობაციის ღონისძიებების გამოყენების (პირობითი მსჯავრის დანიშვნის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოხდის გადავადების) შესახებ სამართლებრივი აქტების
1. თუ მსჯავრდებული, რომელსაც ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადავადებული აქვს სასჯელის აღსრულება, უარს აცხადებს შვილზე ან თავს არიდებს მის აღზრდას, პრობაციის ოფიცერი მას წერილობით აფრთხილებს, რომ ასეთი ქმედება ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარდგინებით სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველია, რის შესახებაც ადგენს შესაბამის ოქმს. პრობაციის ოფიცერი ოქმის შედგენისთანავე ამ პუნქტში მითითებული გარემოებების შესახებ ინფორმაციას აწვდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელიც ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მდგომარეობა 1 თვის ვადაში არ გამოსწორდა, პრობაციის ბიუროს უფროსი სასამართლოს მიმართავს წარდგინებით სასჯელის მოხდის გადავადების გაუქმებისა და განაჩენით დანიშნულ ადგილას მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნის შესახებ.
საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5266 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.11.2019-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 29.11.2019 კანონი №5390
- 11.11.2011 კანონი №5266
წინა რედაქცია (02.07.2007 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 42. გაფრთხილების მიცემა იმ მსჯავრდებულისათვის, რომელსაც გადავადებული აქვს სასჯელის აღსრულება 1. თუ მსჯავრდებული, რომელსაც ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადავადებული აქვს სასჯელის აღსრულება, უარს აცხადებს შვილზე ან თავს არიდებს მის აღზრდას, პრობაციის ოფიცერი აფრთხილებს მას წერილობით აფრთხილებს, რომ ასეთი ქმედება არის ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარდგინებით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველია, რის შესაზხედბაც ადგებანს შესაბამის ოქმს. პრობაციის ოფიცერი ოქმი. 2. ს შედგენისთუ აღნავე ამ პუნქტში მითითებული გარემოებების შესახებ ინფორმაციას აწვდის საქართველოს ოკუპირებული მტერიტორიებიდგან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ გი დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლი კვს იურიდიულ პირს ვ− სოციადლური მომსაშხურები, ს სააგენტოს, რომელიც ახორციელებს საქართველორსუ კანონმდებლობი მსჯთ გათვრდალისწინებულ ღონის ფეხმძიმოებებს. 2. თუ ამ მუხლის შეწყპირველ პუნქტშის აღნიშენული მდგომარეობა 1 თხვეის ვადაში არ გამოსწორდა, პრობაციის ბიუროს უფროსი სასამართლოს მიმართავს წარდგინებით სასჯელის მოხდის გადავადების გაუქმებისა და განაჩენით დანიშნულ ადგილას მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნის შესახებ.