1. სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ გეგმას (დანართი №12) რისკისა და საჭიროებების შეფასების დასრულების შემდგომ ადგენს გუნდი.
2. გეგმის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 6 თვე.
3. გეგმას ავსებს/ავსებენ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამის მიმწოდებელი სპეციალისტ(ებ)ი.
4. მსჯავრდებულს გეგმას აცნობს გუნდი ერთობლივად, ხოლო შეუძლებლობის შემთხვევაში − შემთხვევის მმართველი, შეხვედრიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, რაც დასტურდება გეგმაზე მსჯავრდებულის ხელმოწერით.
5. თუ მსჯავრდებული უარს აცხადებს გეგმის ხელმოწერაზე, დოკუმენტში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზის აღნიშვნით. გეგმის ხელმოწერაზე უარი არ აფერხებს გეგმის სავალდებულო სარეაბილიტაციო პროგრამების აღსრულებას.
6. გეგმის ამოქმედების თარიღად ჩაითვლება მსჯავრდებულისთვის გეგმის გაცნობის თარიღი.
7. გეგმის განხორციელების ეტაპზე, გეგმაში ნებისმიერი ისეთი სახის ცვლილების შეტანის შემთხვევაში, რომელიც არ საჭიროებს ზიანის რისკისა და საჭიროებების ფორმის გადასინჯვას, გეგმის შესრულების პროცესში ჩართული სპეციალისტი შეტანილი ცვლილების თაობაზე ატყობინებს პრობაციის ოფიცერს და გეგმის ცვლილებას აცნობს მსჯავრდებულს.
8. პრობაციის ოფიცერი ზედამხედველობს და კოორდინირებას უწევს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის მსჯავრდებულისთვის გაცნობის ვადებს, პირობებსა და შესრულება