1. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის განხორციელება ჩერდება, თუ:

ა) მსჯავრდებული იმყოფება სტაციონარულ მკურნალობაზე და ვერ ცხადდება პრობაციის ბიუროში ან არსებობს ექიმის რეკომენდაცია გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით სახით;

ბ) მსჯავრდებული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე დროებით ტოვებს ქვეყნის საზღვრებს;

გ) არსებობს ინფექციური დაავადების გავრცელების საშიშროება;

დ) მსჯავრდებული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე დროებით ცხადდება იმ მუნიციპალიტეტში, სადაც აღრიცხვაზე არ იმყოფება, და სადაც არ ხორციელდება სარეაბილიტაციო პროგრამების მიწოდება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების აღმოფხვრის შემდეგ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის განხორციელება უნდა განახლდე