1. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველადი სკრინინგის კითხვარის ფორმა (დანართი №2) ივსება მხოლოდ სრულწლოვან ქალ მსჯავრდებულებთან.
2. სკრინინგის კითხვარის ფორმას ავსებს პრობაციის ოფიცერი მნიშვნელოვანი ზიანის რისკის შეფასების შემდეგ.
3. სკრინინგის კითხვარი სრულწლოვან ქალ მსჯავრდებულებთან მომუშავე სპეციალისტებს ეხმარება იმ პირთა იდენტიფიცირებაში, რომლებმაც წარსულში გადაიტანეს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან/და ეკონომიკური ძალადობა ან იძულება.
4. სკრინინგის კითხვარი საშუალებას იძლევა, მოხდეს ძალადობის მსხვერპლი ქალი მსჯავრდებულების იდენტიფიცირება მათი მხარდაჭერისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მიზნით.
5. სკრინინგის კითხვარი იყოფა ორ ნაწილად: „ოჯახში ძალადობისა“ და „ქალთა მიმართ ძალადობისგან, რომელთაგან:
ა) ოჯახში ძალადობის ნაწილი შედგება 4 თემატური ბლოკისა და 12 კითხვისგან;
ბ) ქალთა მიმართ ძალადობის ნაწილი შედგება 4 თემატური ბლოკისა და 6 კითხვისგან.
6. თითოეულ თემატურ ბლოკში შემოხაზული ქულები ჯამდება ცალ-ცალკე.
7. დაჯამებული ქულების მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება ქალი მსჯავრდებულის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართების ან/და შესაბამისი მომსახურების მიღების მიზნით.
8. თითოეულ თემატურ ბლოკს მინიჭებული აქვს მაქსიმალური 24 ქულა, სულ თითოეულ ნაწილს − 96 ქულა. მსჯავრდებულისთვის საჭირო სერვისის განსაზღვრა ხდება შემდეგი წესით:
ა) თუ ქულათა ჯამი შეადგენს 6-30 ქულას, მსჯავრდებული საჭიროებს ინფორმაციის მიწოდებას ცნობიერების ამაღლების კუთხით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეფასება ერთ თემატურ ბლოკში შეადგენს 24 ქულას, ამ შემთხვევაში, საქმე რჩება ოფიცერთან;
ბ) თუ ქულათა ჯამი შეადგენს 30-ზე მეტ ქულას ან ერთი თემატური ბლოკის ქულათა ჯამი შეადგენს 24 ქულას, საჭიროა ქალი მსჯავრდებულის გადამისამართება სოციალურ მუშკთან, რომელიც მას ჩართავს შესაბამის სარეაბილიტაციო მომსახურებაში;
გ) თუ ორ თემატურ ბლოკში ქულათა ჯამი შეადგენს 44 ან მეტ ქულას, მსჯავრდებულს უნდა მიეწოდოს ფსიქოლოგის მომსახურებ