1. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა ხორციელდება არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში.

2. გეგმაში მითითებული ღონისძიებები უნდა ეფუძნებოდეს შეფასების შედეგად გამოვლენილ რისკებსა და საჭიროებებს.

3. გეგმას ადგენს გუნდი, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. გეგმის შედგენისას პრიორიტეტი ენიჭება იმ მომსახურებას, რომელიც პასუხობს დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის შემცირებისა და პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზანს.

5. გეგმის შემუშავებისას გუნდი განიხილავს წევრების მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს ღონისძიებებში ჩართვასთან დაკავშირებით და ადგენს საჭირო მომსახურების ნუსხას.

6. გეგმის სამუშაო ვერსიას გუნდი იღებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი).

7. გეგმის სამუშაო ვერსიას მსჯავრდებულს, მასთან შეხვედრისას, აცნობს გუნდი.

8. სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ გეგმას, რომელსაც ხელს აწერენ სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) და მსჯავრდებული, სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) დასამტკიცებლად წარუდგენს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს.

9. თუ მსჯავრდებული არ ეთანხმება სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ გეგმას, ამის შესახებ აღინიშნება ოქმში და ეცნობება პენიტენციური დაწესებულების დირექტორს. გუნდის წევრები 3 თვის განმავლობაში მუშაობენ იმ მსჯავრდებულის მოტივაციის ამაღლებაზე, რომელიც უარს ამბობს სასჯელის მოხდის შეთავაზებულ ინდივიდუალურ გეგმაზე ან ამ გეგმით განსაზღვრულ ერთ-ერთ მომსახურებაზე.

10. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შესრულების მონიტორინგი ხორციელდება გეგმის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში, „სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის მონიტორინგის“ ფორმის მიხედვით (დანართი №5).

11. საჭიროების შემთხვევაში, სოციალურ მუშაკს (შემთხვევის მმართველს), უფლება აქვს მონიტორინგი ან/და გადაფასება განახორციელოს ვადაზე ადრ