1. დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საცხოვრებელში, სადაც მათი ან სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე და ამ დებულების მოთხოვნათა დაცვის მიზნით, შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სრულწლოვნები თავსდებიან არასრულწლოვნებისგან განცალკევებით.

3. დაწესებულებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXVI (სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ დანაშაული), XXVII (ფულად-საკრედიტო სისტემაში დანაშაული), XXVIII (საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაული), XXIX (სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ დანაშაული) და XXXV (კიბერდანაშაული)თავებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული, როგორც წესი, განთავსებულია სხვა მსჯავრდებულისგან განცალკევებით.

4. დაწესებულებაში მსჯავრდებულთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ისინი უნდა განთავსდნენ ასაკობრივი ჯგუფის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ფიზიკური და გონებრივი განვითარების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე სხვა მახასიათებლების მიხედვი