1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, დამოუკიდებლად, დღის განრიგით დადგენილი წესით, სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, გადაადგილდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე.
2. დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებისგან თავისუფალ დროს მსჯავრდებულს უფლება აქვს, დამოუკიდებლად გადაადგილდეს დაწესებულებაში ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ იზოლირებული მონაკვეთის ფარგლებში, ხოლო დაწესებულების ტერიტორიის სხვა ნაწილებში –დაწესებულების დირექტორის თანხმობით და დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ზედამხედველობით. იზოლირებული მონაკვეთის ფარგლებს განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი.
3. ღამის საათებში მსჯავრდებულის გადაადგილება თავისი სპეციალური საცხოვრებლის ფარგლებს გარეთ აკრძალულია, გარდა განსაკუთრებულ შემთხვევებში (მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში) დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურის თანხლებით. ღამის საათები განისაზღვრება დღის განრიგით.
4. საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანილი მსჯავრდებულის საკნის ტიპის საცხოვრებლის გარეთ გადაადგილება ხორციელდება მხოლოდ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე მოსამსახურის თანდასწრებით.
5. დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა პროცედურების (შემოწმება, სამუშაოზე გასვლა, კვება, პაემანი ან სხვა შეხვედრა, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა და სხვა) გასვლის დროს მსჯავრდებული ვალდებულია დაიცვას წესრიგი, დაემორჩილოს მოსამსახურის კანონიერ მოთხოვნა