1. მსჯავრდებულებისგან აკრძალული ნივთების ამოღების უფლება აქვთ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების მოსამსახურეებს.
2. ამ დებულების №1 დანართით გათვალისწინებული იმ ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების ამოღების შემთხვევაში, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა ეკრძალება მსჯავრდებულს და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
3. მსჯავრდებულის პირადი შემოწმებისას, აგრეთვე მსჯავრდებულის მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმებისას ამოღებული აკრძალული ნივთები, რომელთა შენახვა და გამოყენება არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, შესანახად გადაეცემა დაწესებულებას ან მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით − მის ახლო ნათესავს.
4. დაწესებულებისთვის შესანახად გადაცემული ნივთები მსჯავრდებულის გათავისუფლებამდე ინახება დაწესებულების საწყობში და მსჯავრდებულს მიეცემა შესაბამისი ქვითარი, ხოლო ამოღებული ნივთების მსჯავრდებულის ახლო ნათესავისთვის გადაცემის შემთხვევაში, ამოღების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ოქმის შემდგენი მოსამსახურე და მსჯავრდებულის ახლო ნათესავი.
5. ამოღებული მალფუჭებადი კვების პროდუქტები ნადგურდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი.
6. თუ დაწესებულებაში შენახული ნივთები მსჯავრდებულს დასჭირდება, ისინი შეიძლება მსჯავრდებულს დაუბრუნდეს ან მისი წერილობითი თანხმობით გადაეცეს მსჯავრდებულის ახლო ნათესავს, თუ ამით არ დაირღვევა ამ დებულების მოთხოვნები. შენახული ნივთების გადაცემის თაობაზე დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი მოსამსახურე და მსჯავრდებულის ახლო ნათესავი.
7. მსჯავრდებულს უფლება აქვს სამსახურის გენერალური დირექტორის ნებართვითა და დაწესებულების უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების მოსამსახურეების კონტროლით შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში იყენებდეს ამ დებულების №1 დანართით გათვალისწინებულ აკრძალულ ნივთს.
8. დაწესებულების ტერიტორიაზე აღმოჩენილი ფულის, აგრეთვე სხვა ფასეულობების თაობაზე, რომელთა კუთვნილების დადგენა შეუძლებელია, დაწესებულება დაუყოვნებლივ აცნობებს სამინისტროს გენერალურ ინსპექცია