1. სტიქიური უბედურების, ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების, სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებათა ეპიდემიის ან მასობრივი არეულობის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება დაზიანდა ან გამოუსადეგარია კანონით გათვალისწინებული მიზნებისთვის, დაწესებულებაში შეიძლება შემოღებულ იქნეს განსაკუთრებული პირობები.

2. დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების არაუმეტეს 15 დღის ვადით შემოღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის გენერალური დირექტორი მინისტრის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ვადა მინისტრის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს გონივრული ვადით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრამდე.

3. მსჯავრდებულის, დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აშკარა საფრთხის შექმნის შემთხვევაში დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია დამოუკიდებლად შემოიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობები.

4. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობების დამოუკიდებლად შემოღების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამსახურის გენერალურ დირექტორს. სამსახურის გენერალური დირექტორი აღნიშნული შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში, მინისტრის წერილობითი თანხმობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული პირობების ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ.

5. თუ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების რეჟიმის მოქმედების დროს სხვა საშუალებებით ვერ ხერხდება შექმნილი ვითარების ლოკალიზება ან დაწესებულების უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების მოსამსახურეების მიერ აკრძალული ნივთების ამოღების მიზნით ფართო მასშტაბის ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება მაშინ, როდესაც არსებობს ჯგუფური დაუმორჩილებლობის, მასობრივი არეულობის წარმოშობის დიდი საშიშროება ან საფრთხე ექმნება სახელმწიფო უსაფრთხოებას, მინისტრის სათანადო მიმართვით და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით დაწესებულების დაცვა შეიძლება გაძლიერდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ქვედანაყოფები