1. 18 წელს მიღწეული მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდისთვის იგზავნება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

2. 18 წელს მიღწეული მსჯავრდებული რესოციალიზაციის, ზოგადი განათლების მიღების და პროფესიული მომზადების მიზნით, პირადი განცხადებით შესაძლებელია სასჯელის მოსახდელად დაწესებულებაში იქნეს დატოვებული. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის გენერალური დირექტორი დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე.

3. 18 წელს მიღწეული მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად დაწესებულებაში შეიძლება დატოვებულ იქნეს არაუგვიანეს 21 წლის მიღწევისა.

4. 18 წელს მიღწეულ მსჯავრდებულზე, რომელიც სასჯელის მოსახდელად დაწესებულებაში იქნა დატოვებული, ვრცელდება მსჯავრდებულისთვის დადგენილი სასჯელის მოხდის პირობები, კვებისა და საყოფაცხოვრებო ნორმები.

5. 21 წელს მიღწეული მსჯავრდებული, აგრეთვე მსჯავრდებული, რომელიც ზოგადი განათლების მიღებისა და პროფესიული მომზადების მიზნით დაწესებულებაში იქნა დატოვებული და რომელმაც 21 წლის მიღწევამდე მიიღო ზოგადი განათლება და გაიარა პროფესიული მომზადება, სასჯელის შემდგომი მოხდისთვის იგზავნება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

თავი IV

მსჯავრდებულის უფლებრივი მდგომარეო