1. მსჯავრდებულს, რომელიც დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მატერიალურ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს, იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, ეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა:
ა) შრომითი ვალდებულებების შესრულებისას მიყენებული ზიანისთვის – საქართველოს შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და ოდენობით;
ბ) სხვა ქმედებით მიყენებული ზიანისთვის – საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით.
2. მსჯავრდებული ანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თვითდაზიანების ან სხვისი დაზიანების შემთხვევაში, აგრეთვე დაწესებულებისთვის მიყენებულ ზიანს, დაწესებულებიდან მისი გაქცევის აღკვეთასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს.
3. თუ მსჯავრდებული ნებაყოფლობით არ აანაზღაურებს ზიანს, ზიანის ანაზღაურების საკითხი განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. მსჯავრდებულისთვის არასწორად გადახდევინებული თანხა მას უბრუნდება და პირად საბანკო ანგარიშზე ერიცხება.
4. მსჯავრდებულის ქმედებით დაწესებულების ტერიტორიაზე პირის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში ამ პირის გადაუდებელი მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებ