1. დაწესებულებაში არსებული საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ კომპონენტებს. მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება აკრძალულია.

2. მსჯავრდებულის კვების ნორმები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებით“.

3. კვების რაციონის განსაზღვრისას გაითვალისწინება მსჯავრდებულთა ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური კუთვნილება, კულტურული თავისებურებები და ფიზიკური დატვირთვა.

4. დაწესებულება მსჯავრდებულს ყოველდღიურად უზრუნველყოფს არანაკლებ სამჯერადი კვებით.

5. მსჯავრდებული, რომელიც არის ავადმყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი უნდა შეექმნას მისი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები.

6. მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები ამ დებულების 36-ე მუხლით დადგენილი წესით.

7. მსჯავრდებულს უფლება აქვს, სამსახურის გენერალური დირექტორის ნებართვით დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები ამანათის სახით მიიღოს.

8. მსჯავრდებულები იკვებებიან სასადილოში, სპეციალურ საცხოვრებელში ან გამანაწილებელ პუნქტში სამუშაო ობიექტებზე დღის განრიგით დადგენილ საათებში. ხოლო ის მსჯავრდებულები, რომელთაც, ექიმის დასკვნის თანახმად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ გადაადგილება, საკვებს იღებენ განთავსების ადგილას.

9. საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანილი მსჯავრდებულები საკვებს იღებენ იმავე საკნის ტიპის საცხოვრებელში.

10. საკვების მიღებისას წესრიგის დაცვის მიზნით, სასადილოში იმყოფებიან დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურეები.

11. მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი.

12. დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულის ყოფნის პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანები