1. დაწესებულებაში არსებული საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ კომპონენტებს. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება აკრძალულია.

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვების ნორმები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებით“.

3. კვების რაციონის განსაზღვრისას გაითვალისწინება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური კუთვნილება, კულტურული თავისებურებები და ფიზიკური დატვირთვა.

4. დაწესებულება ბრალდებულს/მსჯავრდებულს ყოველდღიურად უზრუნველყოფს არანაკლებ სამჯერადი კვებით.

5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც არის არასრულწლოვანი, ორსულ ქალი, მეძუძური დედა, ავადმყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან ხანდაზმული (ქალი - 60 წლიდან), უნდა შეექმნას მისი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები.

6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები ამ დებულების 41-ე მუხლით დადგენილი წესით.

7. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, სამსახურის გენერალური დირექტორის ნებართვით დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები ამანათის სახით მიიღოს.

8. დაწესებულების ნახევრად ღია ტიპისა და გათავისუფლების მომზადების თავისუფლების აღკვეთის ნაწილებში განთავსებული მსჯავრდებულები იკვებებიან დღის განრიგით დადგენილ საათებში სასადილოში, საერთო საცხოვრებელში ან გამანაწილებელ პუნქტში სამუშაო ობიექტზე. ხოლო ის მსჯავრდებულები, რომელთაც, ექიმის დასკვნის თანახმად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ გადაადგილება, საკვებს იღებენ განთავსების ადგილას.

9. ბრალდებულები და დაწესებულების დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში განთავსებული მსჯავრდებულები იკვებებიან საკნებში, დღის განრიგით დადგენილ საათებში.

10. საკვების მიღებისას წესრიგის დაცვის მიზნით, სასადილოში იმყოფებიან დაწესებულების მოსამსახურეები.

11. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი.

12. დაწესებულებაში მოშიმშილე ბრალდებულის/მსჯავრდებულის ყოფნის პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანები