1. დაწესებულებაში არსებული საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ კომპონენტებს. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება აკრძალულია.

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვების ნორმები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებით“.

3. კვების რაციონის განსაზღვრისას გაითვალისწინება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური კუთვნილება, კულტურული თავისებურებები და ფიზიკური დატვირთვა.

4. დაწესებულება ბრალდებულს/მსჯავრდებულს ყოველდღიურად უზრუნველყოფს არანაკლებ სამჯერადი კვებით.

5. ბრალდებულს, რომელიც არის ქალი, ორსული ქალი, მეძუძური დედა, ავადმყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ხანდაზმული (ქალი - 60 წლიდან, მამაკაცი - 65 წლიდან) ან არასრულწლოვანი უნდა შეექმნას მისი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები.

6. მსჯავრდებული, რომელიც არის ავადმყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ხანდაზმული (65 წლიდან) უნდა შეექმნას მისი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები.

7. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები ამ დებულების 39-ე მუხლით დადგენილი წესით.

8. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, სამსახურის გენერალური დირექტორის ნებართვით დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები ამანათის სახით მიიღოს.

9. ბრალდებულები/მსჯავრდებულები იკვებებიან საკნებში, დღის განრიგით დადგენილ საათებში.

10. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი.

11. დაწესებულებაში მოშიმშილე ბრალდებულის/მსჯავრდებულის ყოფნის პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანები