1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, რომელიც ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯითა და დაწესებულების კონტროლით, მიყურადების გარეშე. საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზის (1481), საქართველოს პროკურატურის ცხელი ხაზის (0(32)2405222) და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის (0(32)2405599) მეშვეობით ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდება დაწესებულების ხარჯით.
2. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს/ მსჯავრდებულებს შორის სატელეფონო საუბარი აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები (მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილი (ნაშვილები), გერი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, და, ძმა) არიან.
3. ბრალდებული/მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახის წევრთან სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობის თაობაზე მიმართავს დაწესებულების დირექტორს ამ უფლებით სარგებლობამდე 10 დღით ადრე.
4. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრთან სატელეფონო საუბრის უფლება ბრალდებულს შეიძლება შეეზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით, ხოლო მსჯავრდებულს – დაწესებულების დირექტორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.
5. მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – 15 წუთით, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − 15 წუთით.
6. ბრალდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში 3-ჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული – 15 წუთით.
7. არასრულწლოვან ბრალდებულს უფლება აქვს, ჰქონდეს თვეში 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული - 15 წუთით.
8. არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს სხვა პენიტენციური დაწესებულებიდან დროებით დაწესებულებაში გადმოყვანისთანავე ეძლევა უფლება, ჰქონდეს სატელეფონო საუბარი არაუმეტეს 15 წუთისა.
9. განსაკუთრებული გარემოების (ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის ოჯახის წევრის დაბადების დღე, შვილის დაბადება, სხვა გარემოება) არსებობისას დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელსაც შეზღუდული არ აქვს სატელეფონო საუბრის უფლება ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, შეიძლება მიენიჭოს დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლება, რომელიც ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი სატელეფონო საუბრის ხანგრძლივობით.
10. ბრალდებულს, აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიების გამო პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილ მსჯავრდებულს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება შეეზღუდოს სატელეფონო საუბრის უფლება. არასრულწლოვან ბრალდებულს აღნიშნული უფლება აგრეთვე შეიძლება შეეზღუდოს სასამართლოს განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
11. ამ მუხლის მე-5−მე-7 პუნქტებით განსაზღვრული სატელეფონო საუბრის ლიმიტები, აგრეთვე ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პროკურატურისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე. ცხელი ხაზის მეშვეობით სატელეფონო საუბრის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, 07:00 საათიდან 23:00 საათამდე, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებშიც.
12. ბრალდებულს/მსჯავრდებულს სატელეფონო საუბრის უფლება ეზღუდება ადრესატის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირს დაზარალებულთან სატელეფონო საუბრის უფლება ეზღუდება დაზარალებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზ