1. დაწესებულებაში არსებული საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ კომპონენტებს. მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება აკრძალულია.
2. მსჯავრდებულის კვების ნორმები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებით“.
3. კვების რაციონის განსაზღვრისას გაითვალისწინება მსჯავრდებულთა ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური კუთვნილება, კულტურული თავისებურებები და ფიზიკური დატვირთვა.
4. დაწესებულება მსჯავრდებულს ყოველდღიურად უზრუნველყოფს არანაკლებ სამჯერადი კვებით.
5. მსჯავრდებულს, რომელიც არის ავადმყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ხანდაზმული (65 წლიდან) უნდა შეექმნას მისი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები.
6. მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები ამ დებულების 36-ე მუხლით დადგენილი წესით.
7. მსჯავრდებულს უფლება აქვს, სამსახურის გენერალური დირექტორის ნებართვით დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები ამანათის სახით მიიღოს.
8. დაწესებულების ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში განთავსებული მსჯავრდებულები იკვებებიან დღის განრიგით დადგენილ საათებში სასადილოში, საერთო საცხოვრებელში ან გამანაწილებელ პუნქტში სამუშაო ობიექტზე. ხოლო ის მსჯავრდებულები, რომელთაც, ექიმის დასკვნის თანახმად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ გადაადგილება, საკვებს იღებენ განთავსების ადგილას.
9. დაწესებულების დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში განთავსებული მსჯავრდებულები იკვებებიან საკნებში, დღის განრიგით დადგენილ საათებში.
10. საკვების მიღებისას წესრიგის დაცვის მიზნით, სასადილოში იმყოფებიან დაწესებულების მოსამსახურეები.
11. მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი.
12. დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულის ყოფნის პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანები