1. მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველდღიური სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობის განხორციელებისა და სეირნობის უფლებით. ამ მიზნით მისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სათანადო აღჭურვილობა და სივრცე. სასეირნო ადგილი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მეტეოროლოგიურმა პირობებმა ხელი არ შეუშალოს შესაბამისი უფლების რეალიზებას.
2. მსჯავრდებულს აქვს დღის განმავლობაში არანაკლებ 1 საათისა სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლება.
3. საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანილ მსჯავრდებულთა გასეირნების რიგითობა ისე უნდა იქნეს ორგანიზებული, რომ გამოირიცხოს მათ შორის კონტაქტი. საკნის ტიპის საცხოვრებელში ორი მსჯავრდებულის ერთად განთავსების შემთხვევაში დასაშვებია მათი ერთად გასეირნება.
4. მსჯავრდებულის გასეირნება ხდება დღის საათებში, დაწესებულების მიერ ამისთვის გამოყოფილ ადგილზე. გასეირნება შეიძლება ვადამდე შეწყდეს მსჯავრდებულის მიერ ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
5. გასეირნების უფლება შეიძლება შეიზღუდოს განსაკუთრებული პირობების არსებობისას, რაც დაკავშირებულია მასობრივ არეულობასთან, სტიქიურ უბედურებასთან ან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებასთან, რაც შეუძლებელს ხდის გასეირნების უფლებით სარგებლობას, აგრეთვე, როდესაც დაწესებულებაში შემოღებულია განსაკუთრებული პირობებ