1. არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველდღიური სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობის განხორციელებისა და სეირნობის უფლებით. ამ მიზნით მისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სათანადო აღჭურვილობა და სივრცე. სასეირნო ადგილი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მეტეოროლოგიურმა პირობებმა ხელი არ შეუშალოს შესაბამისი უფლების რეალიზებას.
2. არასრულწლოვნისთვის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, უნდა არსებობდეს შესაფერისი რეკრეაციული და ფიზიკური აღზრდის პროგრამები.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3989 – ვებგვერდი, 26.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.12.2023 კანონი №3989
წინა რედაქცია (24.06.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 86. სპორტი და რეკრეაცია 1. არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველდღიური სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობის განხორციელებითსა და სეირნობის უფლებით. ამ მიზნით მისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბთამისი ნადო აღჭურვილობა და სივრცე. სასეირნო ადგილი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მეტეოროლოგიურმა პირობებმა ხელი არ შეუშალოს შესაბამისი უფლების რეალიზებას. 2. არასრულწლოვნისთვის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, უნდა არსებობდეს შესაფერისი რეკრეაციული და ფიზიკური აღზრდის პროგრამები.