1. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის დროებით გადაყვანა სხვა დაწესებულებაში დასაშვებია პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია მისი ან სხვა არასრულწლოვანთა უსაფრთხოებისათვის.
2. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში დროებით გადაყვანისთანავე:
ა) მას უტარდება სამედიცინო შემოწმება;
ბ) კანონიერ წარმომადგენელს მიეწოდება ინფორმაცია მისი ადგილსამყოფლის შესახებ;
გ) მას ეძლევა უფლება, ჰქონდეს სატელეფონო საუბარი არაუმეტეს 15 წუთისა.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის
კანონი №3033
–
ვებგვერდი, 11.07.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.07.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.07.2018 კანონი №3033
წინა რედაქცია (24.06.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 89. თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვნის დროებით გადაყვანა სხვა დაწესებულებაში 1. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის დროებით გადაყვანა სხვა დაწესებულებაში დასაშვებია პენიტენციური დეპსარტამსახურის გენტერალურის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია მისი ან სხვა არასრულწლოვანთა უსაფრთხოებისათვის. 2. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში დროებით გადაყვანისთანავე: ა) მას უტარდება სამედიცინო შემოწმება; ბ) კანონიერ წარმომადგენელს მიეწოდება ინფორმაცია მისი ადგილსამყოფლის შესახებ; გ) მას ეძლევა უფლება, ჰქონდეს სატელეფონო საუბარი არაუმეტეს 15 წუთისა.