1. პატიმრობის დაწესებულებაში/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაწესებულების უფლებამოსილმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა მისცეს საშუალება, წერილობით გაეცნოს ინფორმაციას თავისი უფლებების (მათ შორის, საჩივრის შეტანის უფლების) და მოვალეობების შესახებ და გასაჩივრების კანონით დადგენილი წესის თაობაზე.

2. წერა-კითხვის არმცოდნე არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს ინფორმაცია ზეპირად უნდა მიეწოდოს. მისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს, რომელსაც არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული ხელმოწერით ადასტურებს.

3. არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს ინფორმაცია  მისთვის გასაგები ფორმით უნდა მიეწოდოს.

საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №949 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №840 - ვებგვერდი, 03.07.2025