თავი XIV — არასრულწლოვნის გათავისუფლებისთვის მზადება, პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვანზე ზრუნვა და მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია #
1. საპატიმრო სასჯელის არანაკლებ ორი მესამედის მოხდის შემდეგ, მაგრამ გათავისუფლებამდე არაუგვიანეს 3 თვისა, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება:
ა) არასრულწლოვან მსჯავრდებულსა და მის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს ატყობინებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლების მოახლოებულ თარიღს;
ბ) არასრულწლოვანს უზრუნველყოფს გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი სპეციალური პროგრამით;
გ) არასრულწლოვანი მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში ამზადებს მისი სოციალური ჩართულობის საქმეს სააგენტოსთვის გადასაცემად, არასრულწლოვნის რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობისათვის;
დ) არასრულწლოვან მსჯავრდებულს მისთვის გასაგები ფორმით აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გზით შეუძლია მას გათავისუფლების შემდეგ შესაბამისი დახმარებისა და მხარდაჭერის მიღება.
2. სააგენტოს წარმომადგენლები:
ა) არასრულწლოვანს ხვდებიან დაწესებულებაში;
ბ) იღებენ ყველა საჭირო ზომას, რათა არასრულწლოვნისათვის გასაგები იყოს მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმის პირობები და საჭიროება;
გ) ეცნობიან არასრულწლოვნის სოციალური ჩართულობის საქმეს პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში;
დ) გათავისუფლების შემდეგ ყოფილი არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ მათთვის მიმართვის შემთხვევაში, მიმართვიდან არაუგვიანეს 3 თვისა ამტკიცებენ მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმას;
ე) შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფენ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში დაწყებული პროგრამების დასრულებას და სრულყოფას.
3. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის ფაქტობრივად მოხდამდე არაუგვიანეს 3 თვისა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული წესით დანიშნული სასჯელის შემთხვევაში – სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადის დასრულებამდე არაუგვიანეს 3 თვისა პენიტენციური სამსახური:
ა) არასრულწლოვან მსჯავრდებულს, მის კანონიერ წარმომადგენელს და სააგენტოს ატყობინებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლების მოახლოებულ თარიღს;
ბ) სააგენტოს წერილობით მიმართავს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის მოთხოვნით.
4. სააგენტოს წარმომადგენელი:
ა) აფასებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებს და განსაზღვრავს მის საჭიროებებს;
ბ) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასების დასრულებისთანავე შესაბამის დოკუმენტებს უგზავნის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული მიმართვის და არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის ფორმასა და წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
6. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზეა დანიშნული და სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 3 თვეს არ აღემატება.
7. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმა უნდა მომზადდეს მის გათავისუფლებამდე სულ მცირე 2 თვით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ვადის დაცვა შეუძლებელია პირობით ვადამდე გათავისუფლების ან ამნისტიის/შეწყალების აქტის გამოცემის ანდა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის გამო.
8. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმის მოსამზადებლად მისი გათავისუფლებიდან 3 თვემდე ვადის განმავლობაში სააგენტო თანამშრომლობს იმ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან, სადაც არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს ან სადაც ის აპირებს დაბრუნებას.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის
კანონი №3033
–
ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5396 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3989 – ვებგვერდი, 26.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 15.12.2023 კანონი №3989
- 29.11.2019 კანონი №5396
- 05.07.2018 კანონი №3033
წინა რედაქცია (24.06.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 98. არასრულწლოვნის გათავისუფლებისთვის მზადება 1. საპატიმრო სასჯელის არანაკლებ ორი მესამედის მოხდის შემდეგ, მაგრამ გათავისუფლებამდე არაუგვიანეს 3 თვისა, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება: ა) ატყობინებს არასრულწლოვან მსჯავრდებულს,ა და მის კანონიერ წარმომადგენელს დ, ა საქაგრეთველო არას ირუსტიციის სლწლოვამინისტროს მმსჯართვრდელობულის სფერაცხოშვრებელი ადგილის მოქმიხედვით საჯარგენტოსამა ტერთლის იუტორიდიულ პიორგანოს − დანაშაულის პრევენციის ცენტ, არას (შეაპატიმდგრომ − დ სანსჯელთა შაღსრულებისა და პრევენობაციის ბიუროს და მუნიციპალიტენტის შესაბამის ორგანოს ატყობი)ნებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლების მოახლოებულ თარიღს; ბ) არასრულწლოვანს უზრუნველყოფს გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი სპეციალური პროგრამით; გ) არასრულწლოვანი მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში ამზადებს მისი სოციალური ჩართულობის საქმეს დსანაშაულის პრგევენციის ცენტრიოსათვის გადასაცემად, არასრულწლოვნის რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობისათვის; დ) არასრულწლოვან მსჯავრდებულს მისთვის გასაგები ფორმით აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გზით შეუძლია მას გათავისუფლების შემდეგ შესაბამისი დახმარებისა და მხარდაჭერის მიღება. 2. დსანაშაულის პრგევენციის ცენტრიოს წარმომადგენლები: ა) არასრულწლოვანს ხვდებიან დაწესებულებაში; ბ) იღებენ ყველა საჭირო ზომას, რათა არასრულწლოვნისათვის გასაგები იყოს მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმის პირობები და საჭიროება; გ) ეცნობიან არასრულწლოვნის სოციალური ჩართულობის საქმეს პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში; დ) გათავისუფლების შემდეგ ყოფილი არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ მათთვის მიმართვის შემთხვევაში, მიმართვიდან არაუგვიანეს 3 თვისა ამტკიცებენ მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმას მიმართვიდან არაუგვიანეს 3 თვისა; ე) შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფენ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში დაწყებული პროგრამების დასრულებას და სრულყოფას. 3. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის ფაქტობრივად მოხდამდე არაუგვიანეს 3 თვისა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული წესით დანიშნული სასჯელის შემთხვევაში – სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადის დასრულებამდე არაუგვიანეს 3 თვისა პენიტენციური დეპსარტამენტსახური: ა) არასრულწლოვან მსჯავრდებულს, მის კანონიერ წარმომადგენელს და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ატყობინებს მარასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლების მოახლოებულ თარიღს; ბ) პრობაციის ეროვნულ სააგენტოს წერილობით მიმართავს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის მოთხოვნით. 4. პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი: ა) აფასებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებს და განსაზღვრავს მის საჭიროებებს; ბ) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასების დასრულებისთანავე შესაბამის დოკუმენტებს უგზავნის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული მიმართვის და არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის ფორმასა და წესს ადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებიუსა და პრობატიციის მინისტრი. 6. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზეა დანიშნული და სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 3 თვეს არ აღემატება. 7. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმა უნდა მომზადდეს მის გათავისუფლებამდე სულ მცირე 2 თვით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ვადის დაცვა შეუძლებელია პირობით ვადამდე გათავისუფლების ან ამნისტიის/შეწყალების აქტის გამოცემის ანდა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის გამო. 8. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმის მოსამზადებლად მისი გათავისუფლებიდან 3 თვემდე ვადის განმავლობაში პრობაციის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობს დანაშაულის პრევემ მუნციის ცენტრთიპან და ლიმ ტერიტორიულ/ს ადღმინიასტრაციულერთეულში არსებულ ადგილობრივი თვითმმართველ ობის ორგანოებსთან, სადაც არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს ან სადაც ის აპირებს დაბრუნებას.