1. პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვანი, როგორც წესი, კანონიერ წარმომადგენელს ან/და, საჭიროების შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაეცემა.

2. სააგენტო:

ა) კოორდინაციას უწევს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმის შესრულებას პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდიდან არანაკლებ 6 თვის განმავლობაში;

ბ) უზრუნველყოფს პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვნის საზოგადოებაში რეინტეგრაციისათვის მის პრაქტიკულ და ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. (ამოღებულია - 29.11.2019, №5396).

საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5396 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.

კარი VIIIგარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
თავი XVგარდამავალი დებულება