1. დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან საერთო საცხოვრებლებში, სადაც  მათი ან სხვა პირების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და დაწესებულების დებულების მოთხოვნათა დაცვის მიზნით, შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შეუძლიათ დამოუკიდებლად, დღის განრიგით დადგენილი წესით გადაადგილდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე.

3. დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული ვალდებულია სასჯელის ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად ისწავლოს ან/და იმუშაოს, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების მიერ შეთავაზებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში ან/და სხვა სოციალურ აქტივობებშ