1. სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ფუნქციებია:

ა) მსჯავრდებულთა აღრიცხვა;

ბ) მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმეების წარმოება;

გ) დაწესებულებიდან მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის დოკუმენტაციის მომზადება;

დ) მსჯავრდებულთა შეწყალების, გათავისუფლების დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემებ