1. დაწესებულების დირექტორის უფლებამოსილებებია:

ა) დაწესებულების მართვა, დაწესებულების გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტა და მოსამსახურეთა მიერ ფუნქციების შესრულებაზე ზედამხედველობა;

ბ) დაწესებულების წარმომადგენლობა და დაწესებულების წარმომადგენლობის უფლების მინიჭება;

გ) დაწესებულებაში მომზადებული დოკუმენტების ხელმოწერა/ვიზირება კომპეტენციის ფარგლებში;

დ) დეპარტამენტის დირექტორისთვის დაწესებულების მუშაობის ორგანიზების, ადამიანური რესურსების გამოყოფის, მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე წინადადებების წარდგენა;

ე) დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფის თაობაზე მოთხოვნის წარდგენა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების სტრუქტურული ერთეულებისა და სექტორების საქმიანობის კოორდინაცია და მათ საქმიანობასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშების მოსმენა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა;

თ) მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე განკარგულების, ხოლო წახალისების თაობაზე –

ბრძანების გამოცემა;

ი) სამარტოო და შიდა კლასიფიკაციის საკნების განსაზღვრა;

კ) მულტიდისციპლინური გუნდის/გუნდების შექმნა;

ლ) მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის დამტკიცება;

მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღება;

ნ)  საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2.  დაწესებულების  დირექტორი პასუხისმგებელია დაწესებულების საქმიანობაზე და დაწესებულებისთვის გამოყოფილ მატერიალური რესურსების ეფექტიან განკარგვაზე.

3. დაწესებულების დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს  მისი მოადგილე საორგანიზაციო დარგში, ხოლო ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში –

მოადგილე სოციალურ დარგშ