1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულება (შემდგომში-დებულება) განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში –
სამინისტრო) №
16 პენიტენციური დაწესებულების (შემდგომში-დაწესებულება) სტრუქტურას, საქმიანობის წესს, ადგენს დაწესებულებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ამოცანებსა და ფუნქციებს, აწესრიგებს დაწესებულებაში სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

2. ეს დებულება სავალდებულოა შესასრულებლად დაწესებულების  მოსამსახურეთათვის, მსჯავრდებულთათვის, რომლებიც სასჯელს იხდიან დაწესებულებაში და ყველა იმ პირისათვის, რომელიც შედის/იმყოფება დაწესებულების ტერიტორიაზე.

3. დებულების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებით დადგენილი წესით.

4. დებულება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა მსჯავრდებულისათვის დაწესებულებაში არსებული ბიბლიოთეკის მეშვეობი