1. საცხოვრებელი სექტორი პასუხისმგებელია მულტიდისციპლინური გუნდის მეშვეობით მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შედგენასა და მის შესრულებაზე.

2. თითოეული საცხოვრებელი სექტორი შედგება ოთხი დანაყოფისაგან:

ა) N
1 დანაყოფი მოიცავს სექტორის პირველ სართულს, სადაც განთავსებულია საკნები, საშხაპე, გასახდელი, სამრეცხაო, საშრობი, ჰოლი, მოსამსახურეთა სამუშაო ოთახები, საექიმო-სამედიცინო პუნქტის ერთი ოთახი, რელიგიური რიტუალებისათვის განკუთვნილი ერთი ოთახი („C“ საცხოვრებელ სექტორში), დერეფანი და კიბის უჯრედი (პირველი და მეორე სართულზე ასასვლელი);

ბ) N2 დანაყოფი მოიცავს სექტორის მეორე სართულს, სადაც განთავსებულია საკნები, საშხაპე, გასახდელი, სამრეცხაო, საშრობი, ჰოლი, დერეფანი, მოსამსახურეთა სამუშაო ოთახები და კიბის უჯრედი (მეორე და მესამე სართულზე ასასვლელი);

გ) N3 დანაყოფი მოიცავს სექტორის მესამე სართულს, სადაც განთავსებულია საკნები, საშხაპე, გასახდელი, სამრეცხაო, საშრობი, ჰოლი, დერეფანი და მოსამსახურეთა სამუშაო ოთახები;

დ) N4 დანაყოფი წარმოადგენს სექტორის ეზოს.

3. საცხოვრებელი სექტორის ფუნქციებია:

ა) მსჯავრდებულის ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასება, კანონმდებლობით დადგენილი წესით სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შემუშავება, ინდივიდუალური გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) საცხოვრებელ სექტორში მსჯავრდებულთა ყოფნისას დებულების დაცვაზე ზედამხედველობა და დღის განრიგის მოთხოვნების ან სხვა დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება;

გ) მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში დისციპლინური დარღვევის ოქმის შედგენა და დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული სხვა მასალების მომზადება;

დ) მსჯავრდებულთა მიმარ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების ან წახალისების მიზნით უფლებამოსილი თანამდებობის პირებისათვის წინადადებების წარდგენა;

ე) სექტორში არსებული ვითარების შესახებ ცვლის მენეჯერების სისტემატური ინფორმირება;

ვ) სექტორის დანაყოფებებზე დასაცავი ობიექტების, შესაბამისი ინვენტარის, ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების გამართულობის  და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება;

ზ) დადგენილი წესის შესაბამისად, მსჯავრდებულთა რაოდენობრივი  და ვიზუალური შემოწმება;

თ) სექტორის დანაყოფზე არსებულ სივრცეებში მსჯავრდებულთა გადაადგილების კონტროლი;

ი) საჭიროების არსებობისას, სექტორიდან მსჯავრდებულთა ორგანიზებულად გაყვანა;

კ) კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას, სექტორზე მსჯავრდებულთა სრული და არასრული შემოწმების ჩატარება, საერთო საცხოვრებლების, სხვა სივრცეების, სათავსოებისა და ეზოს შემოწმება-დათვალიერება და შესაბამისი რეაგირება, უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;

ლ) სექტორის მულტიდისციპლინური გუნდის საქმიანობის უზრუნველყოფა, მსჯავრდებულთა კლასიფიკაციასთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობა;

მ) სექტორის დანაყოფების საგუშაგოებზე სამორიგეო ჯგუფების საქმიანობის კოორდინაცია;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება პირობით ვადამდე გათავისუფლების, შეწყალების კომისიისა და სხვა შესაბამისი ორგანოებისათვის წარსადგენად;

ო) კომპეტენციის ფარგლებში  მსჯავრდებულის დახასიათების შედგენა;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებების, მოთხოვნებისა და საჩივრების  განიხილვა და მათზე რეაგირება;

ჟ)  დაწესებულების ხელმძღვანელებისთვის პერიოდული, კვარტალური და წლიური ანგარიშების წარდგენა;

რ) მსჯავრდებულთა საჭიროებების შესწავლა, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და თერაპიიის მიმართულებების განსაზღვრა, კულტურული, სპორტული, რელიგიური, შემეცნებითი, შრომითი და სხვა შესაბამისი საქმიანობის დაგეგმვა, მსჯავრდებულთა განათლების, დასაქმებისა და რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობა/კოორდინაცია;

ს) მსჯავრდებულებისთვის, აგრეთვე, მათი ახლო ნათესავებისათვის კონსულტაციების გაწევა;

ტ) მსჯავრდებულთა საყოფაცხოვრებო პირობებთან დაკავშირებული პრობლემების დაფიქსირება და კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირება;

უ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულების დროებით დატოვებასთან და დაწესებულებიდან ხანმოკლე გასვლასთან დაკავშირებული საქმისწარმოების განხორციელების უზრუნველყოფა;

ფ) სამეურნეო სამსახურში ჩარიცხვის მსურველ/ჩარიცხულ მსჯავრდებულებთან დაკავშირებული საქმისწარმოების განხორციელების უზრუნველყოფა;

ქ) მსჯავრდებულთა კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვა, მათი რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა;

ღ) ფსიქოსოციალური სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავებასა  და განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

ყ) მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიზნით ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაცია;

შ) მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელშემწყობი პროგრამების დანერგვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ჩ) გათავისუფლებისთვის მზადების ხელშემწყობი პროგრამების დანერგვა და განხორციელება;

ც) მსჯავრდებულთა სპორტული, რელიგიური, კულტურული და სხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებების ორგანიზება;

ძ) მსჯავრდებულის რეაბილიტაციის/რესოციალიზაციის მიზნით, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან –

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან –

სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან –

დანაშაულის პრევენციის ცენტრთან და სხვა შესაბამის სამსახურებთან ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაცია;

წ) საგანმანათლებლო, პროფესიული, დასაქმების, სპორტული, რელიგიური, კულტურული, სოციალური და სხვა აქტივობების უზრუნველსაყოფად მსჯავრდებულთა საჭიროებების შეფასებაში და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

ჭ) სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთობა და მათთან თანამშრომლობის მიზნით წინადადებების მომზადება;

ხ) მოთხოვნის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულისათვის კონსულტაციის გაწევა;

ჯ) სუიციდის რისკის მქონე მსჯავრდებულთა გამოვლენასა და მათთვის ფსიქოსოციალური დახმარების გაწევაში სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტისათვის ხელშეწყობა, აგრეთვე, მსჯავრდებულთა სუიციდის რისკის შესამცირებლად, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილებისათვის სუიციდის რისკის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ჰ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ჰ1) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელებ