1. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის განხორციელება ჩერდება, თუ:
ა) მსჯავრდებული გაყვანილია მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 6 თვემდე ვადით;
ბ) მსჯავრდებული გადაყვანილია საკნის ტიპის საცხოვრებელში, მოთავსებულია სამარტოო საკანში ან შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა;
გ) არსებობს ინფექციური დაავადების გავრცელების საშიშროება;
დ) არსებობს ექიმის შესაბამისი რეკომენდაცია;
ე) პენიტენციურ დაწესებულებაში შემოღებულია განსაკუთრებული პირობები;
ვ) მსჯავრდებული გადაყვანილია იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც არ არის ხელმისაწვდომი შემთხვევის მართვა ან/და ინდივიდუალურ გეგმაში მითითებული მომსახურებების განხორციელება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების აღმოფხვრის შემდეგ, სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის განხორციელება განახლდებ