1. „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველადი სკრინინგის კითხვარი“ (დანართი №2) ივსება მხოლოდ სრულწლოვან ქალ მსჯავრდებულებთან მიმართებით.
2. სკრინინგის კითხვარს ავსებს სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) მსჯავრდებულის შიდა კლასიფიკაციის საკნის დატოვებიდან არაუგვიანეს ორი კვირის განმავლობაში (პირველი და მე-2 კვირა).
3. სკრინინგის კითხვარის მიზანია, მოხდეს წარსულში ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობის ან იძულების მსხვერპლი ქალი მსჯავრდებულების იდენტიფიცირება მათი მხარდაჭერისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მიზნით.
4. სკრინინგის კითხვარი იყოფა ორ ნაწილად: „ოჯახში ძალადობა“ და „ქალთა მიმართ ძალადობა“, რომელთაგან:
ა) „ოჯახში ძალადობა“ შედგება 4 თემატური ბლოკისა და 12 კითხვისგან;
ბ) „ქალთა მიმართ ძალადობა“ შედგება 4 თემატური ბლოკისა და 6 კითხვისგან.
5. თითოეულ თემატურ ბლოკში მონიშნული ქულები ჯამდება ცალ-ცალკე.
6. თითოეულ თემატურ ბლოკს მინიჭებული აქვს მაქსიმალური 24 ქულა, ხოლო ოთხივე ნაწილს ერთად − 96 ქულა.
7. დაჯამებული ქულების მიხედვით, მსჯავრდებული გადამისამართდება შესაბამის სპეციალისტთან ან მომსახურებაში.
8. მსჯავრდებულისათვის საჭირო მომსახურების განსაზღვრა ხდება შემდეგი წესით:
ა) თუ ქულათა ჯამი შეადგენს 6-30 ქულას, მსჯავრდებული საჭიროებს ინფორმაციის მიწოდებას ცნობიერების ამაღლების კუთხით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეფასება ერთ თემატურ ბლოკში შეადგენს 24 ქულას;
ბ) თუ ქულათა ჯამი შეადგენს 30-ზე მეტ ქულას ან ერთი თემატური ბლოკის ქულათა ჯამი შეადგენს 24 ქულას, საჭიროა მსჯავრდებულის გადამისამართება პენიტენციურ დაწესებულებაში მოქმედ შესაბამის სარეაბილიტაციო პროგრამაში;
გ) თუ ორ თემატურ ბლოკში ქულათა ჯამი შეადგენს 44 ან მეტ ქულას, მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ უნდა მიეწოდოს ფსიქოლოგიური მომსახურებ