შემთხვევის მართვის ეტაპებია:
ა) სპეციალური პენიტენციური სამსახურის ან სააგენტოს მიერ ბენეფიციარის ჩართვა შემთხვევის მართვის პროცესში ან ბენეფიციარის მიმართვა სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის (შემდგომ - დეპარტამენტი) ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოსათვის შემთხვევის მართვის პროცესში ჩართვის მიზნით;
ბ) დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის დონისა და მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დადგენა, ასევე, კრიმინოგენური ფაქტორების შეფასება;
გ) ინდივიდუალური გეგმის შედგენა ბენეფიციარის საჭიროებების შესაბამისად, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით;
დ) ინდივიდუალური გეგმის განხორციელება;
ე) ინდივიდუალური გეგმის მონიტორინგი;
ვ) შემთხვევის მართვის საქმის გადახედვა/დახურვა.
პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ სრულწლოვან მსჯავრდებულთა რისკისა და საჭიროებების შეფასება, ინდივიდუალური გეგმის მომზადება, განხორციელება და მონიტორინგი (შემთხვევის მართვა) და სრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ფსიქოლოგიური მომსახურე