1. მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობისა და მნიშვნელოვანი ზიანის რისკის შეფასება ხორციელდება დანართი №1-ის შესაბამისად, რომელიც მოიცავს:
ა) მნიშვნელოვანი ზიანის რისკის სკრინინგს (ნაწილი I);
ბ) რისკისა და საჭიროებების შეფასების:
ბ.ა) სტატიკურ ფაქტორს (ნაწილი II);
ბ.ბ) დინამიკურ ფაქტორს (ნაწილი III);
გ) დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობისა და მნიშვნელოვანი ზიანის რისკის საბოლოო შეჯამებას (ნაწილი IV).
2. მნიშვნელოვანი ზიანის რისკი შეიძლება იყოს დაბალი, საშუალო ან მაღალი დონის.
3. მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დონე განისაზღვრება მსჯავრდებულის მნიშვნელოვანი ზიანის რისკის შეფასების შედეგად, რომელიც, თავის მხრივ, ფასდება საინფორმაციო ველებისათვის მინიჭებული ქულების ჯამის მიხედვით.
4. მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დონეებია:
ა) დაბალი დონე: 0-დან 5 ქულა;
ბ) საშუალო დონე: 6-დან 39 ქულა;
გ) მაღალი დონე: 40 ქულა და მეტი (დანართი №1, ნაწილი I).
5. დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის გამოთვლა ხდება რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმის მეშვეობით. დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის დონე შეიძლება იყოს:
ა) დაბალი;
ბ) საშუალო;
გ) მაღალი.
6. რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმა შედგება 16 თემატური ბლოკისაგან, რომლებიც, თავის მხრივ, დაჯგუფებულია სტატიკურ და დინამიკურ ფაქტორებად.
7. სტატიკური ფაქტორებია:
ა) ზოგადი ინფორმაცია;
ბ) წარსული დანაშაულებრივი ქცევა.
8. დინამიკური ფაქტორებია:
ა) საცხოვრებელი ადგილი;
ბ) ურთიერთობა ოჯახსა და ახლობლებთან;
გ) განათლება;
დ) დასაქმება;
ე) ეკონომიკური მდგომარეობა;
ვ) აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება;
ზ) ალკოჰოლის ავადმოხმარება;
თ) ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარება;
ი) დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულის მიმართ;
კ) ანტისოციალური ურთიერთობები;
ლ) ცვლილებების მოტივაცია;
მ) აზროვნება და ქცევის კონტროლი;
ნ) ფიზიკური ჯანმრთელობა;
ო) ფსიქიკური ჯანმრთელობა.
9. დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის დონე განისაზღვრება სტატიკურ და დინამიკურ ფაქტორებზე დაყრდნობით.
10. სტატიკური ნაწილის სამი დონე განისაზღვრება თემატური ბლოკის საინფორმაციო ველებისათვის მინიჭებული ქულების ჯამის ნამრავლით შესაბამის სამრავლზე (დანართი №1, ნაწილი II, ველი: „შეჯამება − სტატიკური ფაქტორები“). სტატიკური ნაწილის დონეებია:
ა) დაბალი: 0-74 ქულა;
ბ) საშუალო: 75-186 ქულა;
გ) მაღალი: 187-378 ქულა.
11. დინამიკური ნაწილის სამი დონე განისაზღვრება თემატური ბლოკის საინფორმაციო ველებისათვის მინიჭებული ქულების ჯამის ნამრავლით შესაბამის სამრავლზე (დანართი №1, ნაწილი III, ველი: „შეჯამება: დინამიკური ფაქტორები“). დინამიკური ნაწილის დონეებია:
ა) დაბალი: 0-49 ქულა;
ბ) საშუალო: 50-124 ქულა;
გ) მაღალი: 125-252 ქულა.
12. დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის დონე განისაზღვრება დანართი №1-ის IV ნაწილის („დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობისა და მნიშვნელოვანი ზიანის რისკის საბოლოო შეჯამება“) მიხედვით, II ნაწილისა (სტატიკური ფაქტორები) და III ნაწილის (დინამიკური ფაქტორები) ქულათა ჯამის შეკრებით. დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის დონეებია:
ა) დაბალი: 0-124 ქულა;
ბ) საშუალო: 125-310 ქულა;
გ) მაღალი: 311-630 ქულ