1. თუ მსჯავრდებულის საქმე საჭიროებს დინამიკური ფაქტორების შეფასებას და საქმე სამართავად გადაეცემა სოციალურ მუშაკს (შემთხვევის მმართველს), შემთხვევის სამართავად საჭიროა მულტიდისციპლინური მუშაობა. ამ მიზნით პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ბრძანებით პენიტენციურ დაწესებულებაში იქმნება გუნდი.
2. გუნდის შემადგენლობაში შედის პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი), შემთხვევის ადმინისტრატორი, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურე და, საჭიროებისამებრ, ფსიქოლოგი.
3. სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) და ფსიქოლოგი, ასევე, ახორციელებენ სარეაბილიტაციო პროგრამებს.
4. საჭიროების შემთხვევაში, გუნდში სამუშაოდ შესაძლებელია, მოწვეულ იქნენ სხვა სპეციალისტები.
5. გუნდის საქმიანობას ხელმძღვანელობს სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი), რომელიც:
ა) აგროვებს პირველად ინფორმაციას მსჯავრდებულის შესახებ;
ბ) უზრუნველყოფს გუნდის შეკრებას;
გ) აგროვებს ინფორმაციას გუნდის ყველა წევრისგან;
დ) ანაწილებს დავალებებს გუნდის წევრებს შორის;
ე) ზედამხედველობს და კოორდინირებას უწევს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შესრულებას.
6. გუნდის შეხვედრაზე მონაწილეები განიხილავენ რისკისა და საჭიროებების შეფასებას და თანხმდებიან საბოლოო შედეგებზე, რაც აისახება ქულებსა და, საჭიროების შემთხვევაში, კომენტარის სახით რისკისა და საჭიროებების შეფასების დოკუმენტის შესაბამის ნაწილში („დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობისა და მნიშვნელოვანი ზიანის რისკის საბოლოო შეჯამება“, ნაწილი IV).
7. თუ გუნდის შეხვედრაზე მონაწილეები ვერ თანხმდებიან საბოლოო შეფასების შედეგებზე, შემთხვევის მმართველი იწვევს პროფესიულ ზედამხედველ(ებ)ს. შემთხვევის განხილვა და საბოლოო შეფასების შედეგებზე შეჯერება ხდება კონსენსუსის წესი