1. საგანმანათლებლო ისტორიის არმქონე პირის/მოსწავლის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/საჭიროებების კომპლექსური და სიღრმისეული შესწავლისა და  შეფასების შედეგად მულტიდისციპლინური გუნდი ადგენს დასკვნას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის ფორმა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. მულტიდისციპლინური გუნდი ამ მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებულ დასკვნას, მისი შედგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, უგზავნის საგანმანათლებლო ისტორიის არმქონე პირის/მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს,  სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს  და სკოლას.

3. საგანმანათლებლო ისტორიის არმქონე პირის/მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის მიღებიდან  3 სამუშაო დღის ვადაში განცხადებით მიმართოს  სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს და მოითხოვოს ხელახალი შეფასება თუკი სრულად ან ნაწილობრივ არ ეთანხმება მის შინაარს