1. ინკლუზიურ განათლებაში ჩართული შესაბამისი სპეციალისტები (სკოლაში ასეთის არსებობის შემთხვევაში) საგნის მასწავლებლებთან/კლასის დამრიგებელთან ერთად, ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, აფასებენ მოსწავლის მოტორულ, კოგნიტურ, ფსიქოემოციურ, აკადემიურ, კომუნიკაციურ, სოციალურ, ქცევით, ფუნქციურ უნარებს და მოსწავლის მიერ სწავლასთან დაკავშირებით გამოხატული სირთულის პირველადი მართვის მიზნით შეიმუშავებენ რეკომენდაციებს მასწავლებლის/მასწავლებლების, კლასის დამრიგებლის, სკოლის დირექციისა და მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლისათვის წარსადგენად.
2. იმ სკოლაში, სადაც არ არის გათვალისწინებული ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტის საშტატო ერთეული, მასწავლებელი/მასწავლებლები/კლასის დამრიგებელი თავად განსაზღვრავს/განსაზღვრავენ და იღებს/იღებენ ზომებს მოსწავლის მიერ სწავლასთან დაკავშირებით გამოხატული სირთულის პირველადი მართვის მიზნით, მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის, კლასის დამრიგებლის (მასწავლებლის შემთხვევაში) და სკოლის დირექციის წარმომადგენლის ჩართულობით.
3. მოსწავლის კლასის დამრიგებელი და მასწავლებელი/მასწავლებლები ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე ვალდებული არიან, შეასრულონ ინკლუზიურ განათლებაში ჩართული შესაბამისი სპეციალისტების (სკოლაში ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეკომენდაციები. ასევე, აღნიშნული რეკომენდაციების საფუძველზე განსაზღვრონ და მიიღონ ყველა საჭირო ზომა მოსწავლის მიერ გამოხატული სირთულის პირველადი მართვის მიზნით.
4. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოსწავლეს გამოხატული აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულე, მიუხედავად სკოლის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ზომების მიღებისა ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს 1-დან 2 თვის განმავლობაში, ამ წესის მე-8 მუხლის მიხედვით სკოლის დირექტორი სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისგან მოითხოვოს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასება