1. იმ შემთხვევაში, თუ პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასება ვერ შედგა პირის კანონიერი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზით, მულტიდისციპლინური გუნდი ადგენს შესაბამის ოქმს და უგზავნის პირის კანონიერ წარმომადგენელს, შესაბამის სკოლასა და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოქმი არის სკოლის მიერ პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, პირის ჩარიცხვა სკოლაში ხორციელდება ჩარიცხვის წესის შესაბამისად.
თავი III
მოსწავლისათვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მინიჭება და მოხსნა სასწავლო პროცესის მიმდინარეობის