1. სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას, მათი მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში უგზავნის მულტიდისციპლინურ გუნდს, რომელიც მიღებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში აფასებს მოსწავლის სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებას და ადგენს შესაბამის დასკვნას ამ წესის მე-12 მუხლით დადგენილი წესით.
2. სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში სკოლისგან მოითხოვს უარის თქმის დასაბუთებას.
3. სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასაბუთების მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას უგზავნის მულტიდისციპლინურ გუნდს, რომელიც მიღებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში აფასებს მოსწავლის სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებას და ადგენს შესაბამის დასკვნას ამ წესის მე-12 მუხლით დადგენილი წესით.
4. მულტიდისციპლინური გუნდის მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებას აქვს შემდეგი მიზნები:
ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/საჭიროებების დადგენა;
ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლის სტატუსის მინიჭება ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის ამ სტატუსის მოხსნა;
გ) რეკომენდაციების შემუშავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირებასთან ან/და სასწავლო გარემოსთან ადაპტაციასთან ან/და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენასა და განხორციელებასთან დაკავშირებით;
დ) რეკომენდაციების შემუშავება მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლისათვის მოსწავლის სწავლის/სწავლების სტრატეგიებთან, მისი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებასთან დაკავშირებით.
5. მულტიდისციპლინური გუნდი მოსწავლისათვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასების მიზნით იყენებს შესაბამის შეფასების ინსტრუმენტებს.
6. მულტიდისციპლინური გუნდი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასების მიზნით, საჭიროების შესაბამისად, იყენებს შემდეგ მეთოდებს:
ა) ინტერვიუ;
ბ) ქცევაზე დაკვირვება;
გ) ტესტის/კითხვარის შევსება;
დ) მასწავლებლის/მასწავლებლების ან/და ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების მიერ შედგენილი დოკუმენტაციის გაცნობა;
ე) მოსწავლის მიერ სწავლასთან დაკავშირებით გამოხატული სირთულის პირველადი მართვის მიზნით სკოლის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გაცნობა;
ვ) ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების შეფასებებისა და რეკომენდაციების გაცნობ