1. იმ შემთხვევაში, თუ საგნის მასწავლებელი/კლასის დამრიგებელი მიიჩნევს, რომ მოსწავლეს თანატოლებთან შედარებით აქვს სიძნელე სწავლაში და მისთვის საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ან/და სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ან/და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება, საგნის მასწავლებელი/კლასის დამრიგებელი ვალდებულია, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მოსწავლის კლასის დამრიგებელს (საგნის მასწავლებლის შემთხვევაში) და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ შესაბამის სპეციალისტებს (სკოლაში ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე სკოლის დირექციას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას სკოლის დირექცია აწვდის მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს და ორგანიზებას უწევს მოსწავლის კლასის დამრიგებლის, სკოლის დირექციის, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისა (სკოლაში ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის შეხვედრას.
3. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადების შემთხვევაში, მოსწავლის კლასის დამრიგებელი მიმართავს ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ შესაბამის სპეციალისტებს (სკოლაში ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებული სირთულის პირველადი მართვის შესახებ წერილობითი რეკომენდაციების შემუშავების თაობაზე