1. აკადემიაში სწავლა-სწავლებისა და შეფასების პროცესი ეფუძნება:

ა) სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების პრინციპს;

ბ) სწავლის შედეგებზე ორიენტირებულ მიდგომას;

გ) აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვას;

დ) შეფასების გამჭვირვალობასა და ობიექტურობას.

2. შეფასების სისტემა შეესაბამება ევროპული კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების სისტემას (ECTS).

3. სტუდენტს უფლება აქვს:

ა) წინასწარ მიიღოს ინფორმაცია შეფასების ფორმების, კრიტერიუმებისა და კომპონენტების შესახებ;

ბ) მოითხოვოს შეფასების გადახედვა;

გ) დადგენილი წესით გაასაჩივროს შეფასების შედეგი.

4. შეფასების სისტემა, აკადემიური მოსწრების წესები და გასაჩივრების პროცედურები განისაზღვრება აკადემიის რექტორის სამართლებრივი აქტები