1. აკადემიის დაფინანსების ძირითადი წყაროებია:

ა) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესისა და პირობების შესაბამისად გამოყოფილი დაფინანსება;

ბ) გრანტის, შემოწირულების სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;

გ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები;

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − დიპლომატიის აკადემიისთვის − აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები.

2. აკადემიის მიერ მიღებული ყველა ფინანსური რესურსური გამოიყენება მხოლოდ მისი მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისთვი