1. საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია:

ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტით ან სტუდენტების მიერ სწავლის საფასურის გადახდით;

ბ) სხვადასხვა გრანტის, შემოწირულობის სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;

გ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები;

დ) უნივერსიტეტის ეკონომიკური საქმიანობით მიღებული და სხვა შემოსავლები, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით;

ე) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები.

2. უნივერსიტეტი ვალდებულია მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე აცნობოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი იმ სტუდენტების ვინაობა და რაოდენობა, რომლებმაც რაიმე მიზეზით შეწყვიტეს ან გადაავადეს სწავლა.

3. უნივერსიტეტის სახსრები ფაკულტეტის ბიუჯეტთან და შემოსავლებთან ერთად მთლიანად ხმარდება უნივერსიტეტის და ფაკულტეტების მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. უნივერსიტეტის და მისი სტრუქტურული ერთეულების სახსრების და შემოსავლების გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალული