1. სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო კვლევებში, აგრეთვე ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
გ) ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში, აგრეთვე თავისუფლად დააფუძნოს ან გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;
დ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
ე) საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის შინაგანაწესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოახდინოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების ამ დაწესებულებაში გადატანა;
ვ) სოციალური და ეკონომიკური პირობების სტაბილურობისათვის კანონმდებლობით და უნივერსიტეტის შინაგანაწესის საფუძველზე სახელმწიფოსაგან, უნივერსიტეტისაგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;
ზ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებთან ერთად მოახდინოს სწავლების და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხარისხის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება.
2. დოქტორანტი შეიძლება არჩეული იყოს ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე, ის უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი.
3. მოქმედი კანონმდებლობით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისათვის უნივერსიტეტს შინაგანაწესით განსაზღვრული უნდა ჰქონდეს შეღავათები მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად.
4. სტუდენტის უფლებების დაცვა, აგრეთვე ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალობა ან მისი შენახვა უნდა განხორციელდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
5. უნივერსიტეტი შეიმუშავებს სტუდენტის ეთიკის კოდექსს, რომელიც შესაძლებელია აწესებდეს შეზღუდვას სტუდენტის ქცევაზე, თუ ეს დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროცესის წარმართვასთან. უნივერსიტეტი დეტალურად განსაზღვრავს ქცევის წესს, რომელიც იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
6. სტუდენტს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს ფაკულტეტის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დისციპლინარულ დევნას ან სხვა დისციპლინურ პასუხისმგებლობას ეხება.
7. სტუდენტის სტატუსი წყდება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ან უნივერსიტეტის შინაგანაწესით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
8. სტუდენტი ვალდებულია უნივერსიტეტის მიერ დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც მან საკუთარი სურვილით აირჩია, დაიცვას უნივერსიტეტის წესდება და შინაგანაწეს