1. სტუდენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) მონაწილეობა მიიღოს სასწავლო და კვლევით პროექტებში;

გ) ამ წესდებითა და აკადემიის შინაგანაწესითა დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

დ) მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია აკადემიის საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო და სამეწარმეო საქმიანობის შესახებ;

ე) აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტისა და აკადემიის მართვის/წარმომადგენლობით ორგანოებში, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ წესდების შესაბამისად;

ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;

ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;

თ) საქართველოს კანონმდებლობითა და აკადემიის წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას გადაიტანოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსება ამ პროგრამაზე;

ი) სახელმწიფოსგან, აკადემიისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;

კ) აირჩიოს საგანმანათლებლო, სასწავლო და საწვრთნელი პროგრამა;

ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო/საწვრთნელი/სასწავლო პროგრამის შემუშავებაში;

მ) პერიოდულად მონაწილეობა მიიღოს აკადემიური პერსონალის საქმიანობის შეფასების პროცესში;

ნ) იმყოფებოდეს სწავლების ინდივიდუალურ პროგრამაზე;

ო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებმა სრულფასოვანი განათლების მისაღებად ისარგებლონ სხვადასხვა სახის შეღავათით;

პ) განახორციელოს ამ წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

2. დოქტორანტი შეიძლება არჩეულ იქნეს ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე. მართვის ორგანოების არჩევნებში იგი მონაწილეობს როგორც სტუდენტი.

3. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ, რომელიც აკადემიური პერსონალისთვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება.

4. ადმინისტრაციის მხრიდან დაუშვებელია საკუთარი უფლებამოსილების და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ისეთი გამოყენება, რამაც შეიძლება შექმნას ცენზურის დაწესების საფრთხე ან შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

5. სტუდენტთა ქცევის, მის მიმართ დისციპლინური წარმოების წესები განსაზღვრულია აკადემიის ეთიკის კოდექსში.

6. სტუდენტი უფლებამოსილია ზემდგომ ორგანოში და შემდგომ სასამართლოში გაასაჩივროს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.

7. სტუდენტის სტატუსი წყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას, სტუდენტთა მობილობისა და სტატუსის შეწყვეტის დებულების, ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევის და სხვა დებულებების საფუძველზ