1. სტუდენტი ვალდებულია:

ა) ისწავლოს აკადემიის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლაც სავალდებულოა;

ბ) დაიცვას აკადემიის წესდება, შინაგანაწესი, ეთიკის კოდექსი, შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

გ) გაუფრთხილდეს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას.

2. აკადემიის სტუდენტის უფლება-მოვალეობების, ცოდნის შეფასების სისტემისა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ყველა სხვა საკითხი რეგულირდება ფაკულტეტის დებულებებით და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისა