1. სტუდენტი ვალდებულია:
ა) ისწავლოს აკადემიის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლაც სავალდებულოა;
ბ) დაიცვას აკადემიის წესდება, შინაგანაწესი, ეთიკის კოდექსი, შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
გ) გაუფრთხილდეს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას.
2. აკადემიის სტუდენტის უფლება-მოვალეობების, ცოდნის შეფასების სისტემისა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ყველა დანარჩენი საკითხის დარეგულირება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და წინამდებარე წესდების გარდა ხდება ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტურანტურის და ფაკულტეტის დებულებები