1. აკადემიის საგანმანათლებლო, კვლევითი და საინოვაციო საქმიანობის ორგანიზება, გრძელვადიანი ეკონომიკური სტრატეგიის საფუძველზე, მოითხოვს საფინანსო და მატერიალური რესურსების წარმატებული მოზიდვის აუცილებლობას .

2. აკადემიის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ძირითად ამოცანებს შეადგენს:

ა) საფინანსო რესურსების საკმარისი პოტენციალის შექმნა, რაც ადეკვატური იქნება აკადემიის საგანმანათლებლო საქმიანობის უზრუნველსაყოფად;

ბ) საინვესტიციო ეფექტურობის კრიტერიუმებიდან გამომდინარე, საფინანსო რესურსების განაწილების ოპტიმიზაცია;

გ) ფინანსური სტრატეგიის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად საფინანსო დაგეგმარებისა და ანალიზის სისტემის სრულყოფა;

დ) საინოვაციო განათლების მრავალფეროვანი ფორმების განვითარების რესურსული უზრუნველყოფა.

3. აკადემიის ბიუჯეტი ყალიბდება ფინანსირების ყველა წყაროს გათვალისწინებით და მოიცავს საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებ