1. აკადემიას გააჩნია ბიუჯეტი, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან: აკადემიის ბიუჯეტი და ფაკულტეტის ბიუჯეტები.
2. აკადემიის ბიუჯეტში, გარდა სამაგისტრო პროგრამებიდან შემოსული და სხვა პირდაპირი შემოსავლებისა, მთლიანად შედის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის შემოსავლები.
3. ფაკულტეტების ბიუჯეტს შეადგენს კონკრეტული ფაკულტეტის მიერ მოზიდული შემოსავლები სამაგისტრო სასწავლო პროგრამებიდან, ასევე ნებისმიერი სხვა შემოსავალი, რომე ლიც მოზიდულია ფაკულტეტის მიერ და არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით, ასევე თანხები აკადემიის ბიუჯეტიდან, რომლის წლიური ფიქსირებული ოდენობა განისაზღვრება ადმინისტრაციის და აკადემიური საბჭოს შეთანხმებით.
4. აკადემიის ბიუჯეტის განაწილება ხდება ბიუჯეტის შედგენის წესის შესაბამისად. აკადემიის ბიუჯეტი მუშავდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ და წარედგინება დასამტკიცებლად წარმომადგენლობით საბჭოს.
5. ფაკულტეტის ბიუჯეტი მუშავდება ფაკულტეტის საბჭოს მიერ და გადაეცემა ადმინისტრაციას აკადემიის ბიუჯეტში ჩასართავად; თუ ფაკულტეტის ბიუჯეტის განაწილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და აკადემიის მარეგულირებელ დოკუმენტებს, ადმინისტრაცია რთავს მას აკადემიის ბიუჯეტში და წარუდგენს წამომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად.
6. წარმომადგენლობით საბჭოს არა აქვს უფლება ფაკულტეტის საბჭოსაგან დამოუკიდებლად შეიტანოს ცვლილება ფაკულტეტების ბიუჯეტებში.
7. აკადემიის ბიუჯეტის კვლევითი (კონკრეტული კვლევითი ამოცანის გადაწყვეტა, კვლევითი პროექტის დაფინანსება, აკადემიური პროფილის მთარგმნელობითი საქმიანობა, გადაუდებელი საექსპერიმენტო აპარატურის შეძენა) ხარჯების განაწილება და ხარჯვა შესაძლებელია მხოლოდ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით. აკადემიის რექტორს აქვს უფლება აკადემიური საბჭოს წევრების უმრავლესობასთან შეთანხმების საფუძველზე მოახდინოს ამ მუხლების განკარგვა. ეს გადაწყვეტილება უნდა აისახოს აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმშ