მუხლი 76. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
თავი XII — წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
1. აღნიშნულ წესდებაში ცვლილებებ ის ან დამატებების პროექტს ამტკიცებს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობითი საბჭო.
2. წარმომადგენლობით საბჭოში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროექტის განხილვაში მონაწილეობს აკადემიის აკადემიური საბჭო.
3. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის ინიციატივის უფლება აქვს აკადემიის აკადემიურ საბჭოს და წარმომადგენლობით საბჭოს, საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რექტორს და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს.
4. დასაბუთებული შუამდგომლობა წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ უნდა წარედგინოს აკადემიის წარმომადგენლობით საბჭოს, რომელიც ვალდებულია პროექტის შეტანიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში განიხილოს წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება.
5. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტი უნდა იყოს დასაბუთებული და ასახავდეს წესდებაში ცვლილებებისა თუ დამატებების შეტანის აუცილებლობას.
6. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის პროექტს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პროექტის ინიციატორი აკადემიური საბჭოა, წარმომადგენლობითი საბჭო პროექტის მიღებიდან 5 დღის ვადაში უგზავნის აკადემიურ საბჭო
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ბათუმის საზღვაო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ““, მუხლი 76, №762, 08.09.2008, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.164 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/79402/muxli-76/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია